LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოკალი ბილის“ მე-3 ნაწილში მთავარ როლი, შესაძლოა, უმა თურმანის ქალიშვილმა ითამაშოს

365
page

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული რეჟისორი, კვენტინ ტარანტინო კარიერას მომდევნო ფილმით დაასრულებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ფილმის დასრულდება მისი კარიერა, თუმცა დასავლური მედია უკვე საუბრობს შესაძლო ვარიანტებზე.

კვენტინ ტარანტინო კარიერას მომდევნო ფილმით დაასრულებს

ყველაზე სარწმუნო კი ამ ეტაპზე „მოკალი ბილის“ მე-3 ნაწილია.  ერთ-ერთ ინტერვიუში კვენტინმა აღნიშნული საკულტო ფილმის გაგრძელება განიხილა. მისი თქმით, მესამე ფილმში პერსონაჟი, ვერნიტას შვილი ეცდება შური იძიოს დედის მკვლელობისთვის და პატარძალი მოკლას.

რაც შეეხება მსახიობს, ტაბლოიდები წერენ, რომ შესაძლოა ფილმში უმა თურმანისა და ეთან ჰოუკის 20 წლის ქალიშვილმა, მიამ ითამაშოს.  აღსანიშნავია, რომ გოგონამ  სამსახიობო კარიერა უკვე დაიწყო. ის Stranger things-ში იღებს მონაწილეობას, ასევე მას უკვე აქვს ნამუშევარი ტარანტინოსთან. მან ეპიზოდური როლი „ერთხელ ჰოლივუდში“ შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები