გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 648 264-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 1 540-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1 624 993-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 16 745 პაციენტი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 535 ადამიანი.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 23 626, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 537, PCR ტესტით – 2 089.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,9%, ბოლო 14 დღის – 3,44%, ბოლო 7 დღის – 2,75%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 1 804-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.