LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო: გამჭვირვალობა საქართველო

250
BeFunky-collage (28)

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წლის დეკლარაციებში ხარვეზების შესახებ საუბრობს.

მათი ინფორმაციით, “46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო, საიდანაც 7 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია; 4 შემთხვევაში კი საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები“.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, ორგანიზაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართავს, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შესაბამისი რეაგირების მიზნით.

პოპულალურები