LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი – „ზოგადად, ყველა რელიგიისათვის აბორტი მიუღებელია – საკანონმდებლო დონეზე ასეთი საკითხი არ განიხილება და ეჭვი მაქვს, რომ ალბათ არც მოხდება ამ საკითხის სამართლებრივ დონეზე დაყენება“

113
ირაკლი ქადაგიშვილი

საკანონმდებლო დონეზე ასეთი საკითხი არ განიხილება და ეჭვი მაქვს, რომ არც მოხდება ამ საკითხის სამართლებრივ დონეზე დაყენება, გამომდინარე იქიდან, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან ბევრი, გაცილებით უფრო ნეგატიური, თანხვედრი მოვლენები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც პატრიარქის, შიო მესამის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“.

„თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, როგორიც არის აბორტი, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი, ასეთი ოჯახი განწირულია და პირიქით, სადაც 2-3 წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება“ – პატრიარქი შიო მესამე

პატრიარქმა ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ქვეყანაში სხვა ერების დამკვიდრების რეალური საფრთხე ემუქრება.

მისი თქმით, ყველა რელიგიისათვის და ეკლესიისათვის აბორტი მიუღებელია და ეს ძალიან მძიმე ცოდვად მიიჩნევა, შესაბამისად, გასაკვირი არაფერი არ არის, როდესაც პატრიარქი ოჯახთან დაკავშირებული ქადაგების დროს მოუწოდებს, რომ აბორტი მაქსიმალურად შეზღუდული იყოს.

„ზოგადად, ყველა რელიგიისათვის, და ბუნებრივია, ეკლესიისათვის აბორტი მიუღებელია. ეს ძალიან მძიმე ცოდვად მიიჩნევა და გასაკვირი იმაში არაფერი არ არის, როდესაც პატრიარქი ოჯახთან დაკავშირებული ქადაგების დროს მოუწოდებს, რომ აბორტი მაქსიმალურად შეზღუდული იყოს. ერთი არის საკანონმდებლო დონე და მეორე არის საზოგადოებაში გარკვეული მორალური, ზნეობრივი, ამ მიმართულებით იდეოლოგიური ძალისხმევის გაწევა. ეკლესიის პირდაპირი საქმიანობის ნაწილიც არის ამ კუთხით, რაც ეხება ოჯახის და აბორტის საკითხს – მოგეხსენებათ, ცოდვა არის ეს ყველა ეკლესიური გაგებით.

რაც შეეხება საკანონმდებლო დონეზე, ასეთი საკითხი არ განიხილება და მე ეჭვი მაქვს, რომ ალბათ არც მოხდება ამ საკითხის სამართლებრივ დონეზე დაყენება, გამომდინარე იქიდან, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან ბევრი, გაცილებით უფრო ნეგატიური, თანხვედრი მოვლენები. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეკლესიამ უნდა იქადაგოს ის, რაც საღვთო გადმოცემით არის ჭეშმარიტებად აღიარებული”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა და დემოგრაფიულ საკითხებზე გამახვილა ყურადღება.

პატრიარქის თქმით, თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“ .

შიო მესამის განცხადებით, პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება.

„როგორც ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახებისგან ვიცით, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე, მერე და მერე სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა.ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენასა და შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით მშვენიერ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას“, – მიმართა პატრიარქმა სამების ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g