LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

466 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

44
1

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 635 97-ია.

ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 2 944-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1 588 829-მდე გაიზარდა.

კოვიდინფექციამ კიდევ 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 16 569 პაციენტი.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 5 234, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 410, PCR ტესტით – 1 824.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,9%, ბოლო 14 დღის – 15,34%, ბოლო 7 დღის – 12,36%.

დღიურად აცრილთა რიცხვი 124-ია.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.