ბენ აფლეკისა და ანა დელ არმასის რომანი სულ უფრო მეტად იქცევს მედიის ყურადღებას. ამჯერად შეყვარებული წყვილი ფოტოგრაფებმა ლოს-ანჯელესში სეირნობისას გადაიღეს, მათ შორის კადრში მოხვდა წყვილის რომანტიკული კოცნა. 47 წლის აფლეკი და 31 წლის არმასი ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ კოსტა რიკიდან, სადაც მათ რომანტიკული შვებულება გაატარეს. ამჯერად წყვილი შემოქმედებით პაუზას იღებს და კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, თავისუფალი დროით ტკბება.
ბენ აფლეკისა და ანა დელ არმასის რომანი ცოტა ხნის წინ დაიწყო და მალევე სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა.