ბრიტანელმა მსახიობმა კეიტ ბეკინსეილმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის შეუდარებლად გამოიყურება. 47 წლის მსახიობი „კრისტიან სირიანოს“ კაბაშია გამოწყობილი. ეს გახლავთ კაბა დიზაინერის უახლესი საზაფხულო კოლექციიდან, კუბოკრული, ულამაზესი მკლავებითა და მინიმალისტური დეტალებით. კაბას ორიგინალურ ვერსიაში აქვს ულამაზესი შლაპაც, თუმცა ბეკინსეილი ახალ ფოტოზე მის გარეშე პოზირებს.
რაც შეეხება კეიტ ბეკინსეილს, მისი ბოლო ნამუშევრები ამჯერად დამუშავების ფაზაშია. როგორც ცნობილია, მისი ახალი ფილმი ეკრანებზე 2021 წელს გამოვა, ასევე მსახიობმა აქტიურად მონაწილეობს სატელევიზიო პროექტებში.