LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

212
მიხეილ ცაგარელი

ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება დღის 14:14 საათზე და გასტანს შუაღამემდე (24:00 საათამდე). ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

დღის რეკომენდაციები:

დღის განმავლობაში მოიმატებს ადამიანის ორგანიზმში სიცოცხლისუნარიანობა, მაგრამ ამავდროულად, არსებობს ამპარტავნების, გადამეტებული სიამაყისა და საკუთარი თავის განდიდების წარმოქმნის საფრთხე და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. მოერიდეთ აგრესიულ გამოვლინებებს, სხვათა განკითხვას, სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. მკაცრად აკონტროლეთ თქვენი საფულე. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელ სიზმრებს არ უნდა დაუჯეროთ.

მეორე მხრივ, დღე სასიკეთოა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შესაძენად. პერიოდი ხელს უწყობს ქორწინებას, კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს, მეგობრულ კონტაქტებს, ვაჭრობას, მშენებლობას, ასევე უძრავი ქონებისა და სამშენებლო მასალების ყიდვა-გაყიდვას.

პარტნიორული ურთიერთობები:

საერთო საქმე და სამომავლო გეგმები კიდევ უფრო მეტად დაგაკავშირებთ და დაგაახლოებთ ერთმანეთთან.

ჯანმრთელობა:

დღეს საგრძნობლად სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავის ზონა. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა) სასურველი არ არის. მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებსა და ორპირ ქარს.

სამაგიეროდ, მეტად შედეგიანია შარდ-სასქესო სისტემის მკურნალობა, სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, ასევე სახის კანისა და თმის კვება.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად რეკომენდებულია აქატის, მალაქიტის, ონიქსის, მარჯნისა და ზურმუხტის გამოყენება – ეს ქვები ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს მოგიტანთ.

თქვენს შარმსა და მიმზიდველობას კი მაქსიმალურად გააძლიერებს ყავისფერი, ლიმონისფერი, ტერაკოტისფერი, ბეჟი და მწვანე ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე დადებითია კუროს, კირჩხიბისა და მორიელის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული და ნეგატიურია ეს პერიოდი ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა არასასურველი გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები