LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Freedom House-ის მიხედვით საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია

78
1885859790

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. 2020 წელს ქვეყანას 100 საუკეთესოდან 61 ქულა ჰქონდა, წლევანდელი შეფასება კი 60-ია. საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია.

“საქართველოში ტარდება რეგულარული და კონკურენტული არჩევნები. მისი დემოკრატიის ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა 2012–13 წლებში, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში უკუსვლას განიცდის. ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო კანონის უზენაესობა პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული”, – ნათქვამია ანგარიშში.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით საერთაშორისო ორგანიზაციაში ადეკვატურად აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ Freedom House-ის ანგარიში კიდევ ერთი მძიმე დიაგნოზია საქართველოში არსებული ვითარების და მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა – ახალი, სამართლიანი არჩევნების სახით და სისტემური ცვლილებებით.

Freedom House-ის შეფასებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა, არ ეთანხმება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავს, შესაბამისად, დასკვნაც არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები