LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Freedom House-ის შენიშვნებს პრეზიდენტიც იზიარებს- ანა ნაცვლიშვილი

105

იმ საკითხებზე, რაზეც საუბარია Freedom house-ის ანგარიშში და შეფასებულია უკუსვლად, პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იყო საუბარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, Freedom House-ის მოსაზრებებს სერიოზულად ადევნებენ თვალყურს საქართველოს პარტნიორები და ეს არის ყურადსაღები თვითონ ქვეყნისთვის.

„პრეზიდენტი საუბრობდა, რომ ამ მიმართულებებით, იყო ეს სასამართლო, მედია თუ ა.შ. ქვეყანას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები და რომ ეს თემები იყო მისახედი. სამწუხაროა, რომ არ მოხდა ამ მიმართულებით საკითხების გადაჭრა და ახლა უკვე ამ თემებზე ღიად და კრიტიკულად საუბრობს საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია. ბუნებრივია, Freedom House-ის მოსაზრებებს სერიოზულად ადევნებენ თვალყურს ჩვენი პარტნიორები და ეს არის ყურადსაღები ჩვენთვისაც. კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხაროა, რომ თემები, რაზეც საუბრობს პრეზიდენტი, რაზეც საუბრობს ქვეყნის შიგნით არაერთი აქტორი, რომ არის პრობლემები და არ ხდება ამ პრობლემებზე დროული რეაგირება და შემდეგ უკვე ეს პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულ რეზონანსს იძენს, როგორც ეს მოხდა Freedom House-ის ანგარიში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები