პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook-ზე, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ “თუ ვინმე შეაგინებს და მის ოჯახს შეეხება, პასუხს მოსთხოვს”.
თუ ვინმე შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ: ბერა ივანიშვილი
როგორც ხოშტარია წერს, ბერა ივანიშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ “მისთვის წარმოუდგენელია ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით და საზიზღრობებით“, საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში, რადგან გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში ის ერთ-ერთ მოზარდის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს და ამბობს რომ “დედამისისას აჭმევდნენ”.
“დედამისისას აჭმევენო რომ იცინოდნენ პრინცი და იკა, ეგ არის დედის, დედიკოს პატივისცემა თურმე, თან ფული, ძალა და მთელი სისტემა რომ გიმაგრებს ზურგს.
დაალაგეს ბიჭებმა მესიჯები:-),” – წერს ელენე ხოშტარია.
ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, ყველაფერი აწყობილი თემაა: ბერა ივანიშვილი
