ჯენიფერ ლოპესი პაპარაცებმა ამჯერად მაიამიში, ალექს როდრიგესთან ერთად გადაიღეს. ცნობილია, რომ 49 წლის ლამაზმანი ბოლო 10 დღეა მკაცრ დიეტას იცავს და ეს მას უკვე დაეტყო. ჯეი ლო საგრძნობლადაა დაკლებული წონაში და როგორც ამბობენ, დიეტის გაგრძელებას აპირებს. ამის მიზეზი ლოპესის ახალი ფილმია, სადაც მან სტრიპტიზიორის როლი უნდა განასახიეროს.
რაც შეეხება მის ამჟამინდელ ლუქს, ლოპესი შავი ფერის მაისურსა და კლასიკურ თეთრ შარვალში იყო გამოწყობილი.



