მერაია ქერის ცხოვრებაში ბევრი პოზიტიური სიახლეა. მომღერალი მალე დაქორწინებას აპირებს მილიარდელ ბიზნესმენზე, ჯეიმს პარკერზე. პარალელურად კი, მუსიკალური ტურნეს ფარგლებში კონცერტებს მართავს. მომღერლის მორიგი გრანდიოზული შოუ გლასგოში გაიმართა, სადაც მან შოკში ჩააგდო პუბლიკა. RNB-ის ვარსკვლავი სცენაზე ვერცხლისფერი მბზინავი საცურაო კოსტიუმით გამოვიდა და ქორეოგრაფებთან ერთად დაუვიწყარი ცეცხლოვანი პერფორმანსი შესთავაზა მაყურებელს. მისი შოუ ერთი ერთში იმეორებდა ჯენიფერ ლოპესის კონცერტს.
49 წლის ქერი საგრძნობლადაა დაკლებული წონაში. მის გამოსვლას სცენიდანა ადევნებდა თვალს ბოიფრენდი ჯეიმს პარკერი, რომლის ვიდეოც ასევე მოხვდა სოციალურ ქსელში. მერაიამ კი გულშემატკივრებს კულისებში გადაღებული ვიდეოც გაუზიარა.