90-იანი წლების სუპერმოდელი, სინდი კროუფორდი პაპარაცებმა ამჯერად მალიბუს სანაპიროზე მეუღლესთან, რენდი გერბერთან ერთად გადაიღეს. მიუხედავად ასაკისა, კროუფორდი შესანიშნავ ფორმაშია და საცურაო კოსტიუმიც ძალიან უხდება. მან მალიბუს სანაპიროზე რამდენიმე საათი დაჰყო.
ბოლო დროს პაპარაცებმა რამდენჯერმე გადაიღეს კროუფორდი სეირნობისას, სადაც ვარსკვლავი ნამდვილად არ იყო იდეალურ ფორმაში, თუცა მას ამაზე არც აქვს პრეტენზია. მოდელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი სხეული უკვე შორსაა იდეალური სტანდარტებისგან.





