Samsung The Frame – ეს არის ახალი 4K-ტელევიზორი, რომელიც ერთი შეხედვით ჩარჩოში შესრულებულ ნახატს ჰგავს. სიახლე ორ ზომაში, 55 და 65 დიუიმიანი Ultra HD-ეკრანებით არის ხელმისაწვდომი.
თითოეულ მათგანში არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც განათებასა და ფერებს ავტომატურად აკორექტირებს. ასევე არის მოძრაობის მრიცხველიც, რომელიც ტელევიზორს გამორთავს, როდესაც ოთახიდან ყველა გავა.
55 დიუიმიანი Samsung The Frame-ის ფასი 1999 დოლარია, ხოლო 65 დიუიმიანის – 2799 დოლარი.