LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ანჯელინამდე ბევრი უკლია!“ – შაილო ჯოლი-პიტის ახალი კადრები და დაუსრულებელი კრიტიკა

885
page

გასულ კვირას, ინტერნეტსივრცეში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 19 წლის ქალიშვილის, შაილო ჯოლი-პიტის ვიდეო გავრცელდა. ის K-pop მომღერლის, Dayoung-ის ახალ ვიდეოკლიპში, What’s a Girl to Do გადაიღეს.

ვიდეო: „დედის ასლი“ – შაილო ჯოლი-პიტის დებიუტი მუსიკალურ კლიპში

ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ 19 წლის შაილოს გამოჩენას მუსიკალურ ვიდეოში. სრული ვერსია რამდენიმე დღის წინ გავრცელოდა, სადაც შაილო უფრო მკაფიოდ ჩანს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი აქტიური განხილვა სოციალურ ქსელებში.

მომხმარებელთა ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროექტში მოხვედრა მან მხოლოდ თავისი ცნობილი გვარის წყალობით შეძლო.

დისკუსიის მთავარი თემა მაინც მისი შედარებაა მშობლებთან. ზოგი აღნიშნავს, რომ შაილომ ორივე მშობლის საუკეთესო გარეგნული თვისებები მიიღო და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ მას დედის ქარიზმა აკლია.

„მისი მთავარი ღირებულება, ჯოლისთან მსგავსებაა“, „ანჯელინამდე ბევრი უკლია“, – წერენ კომენტარებში.

„მამის ყურადღება აკლიათ“ – მედიაში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილების უახლეს გამოჩენას განიხილავენ

ფოტო: შაილო ჯოლი-პიტი, შეღებილი თმით და მკვეთრი მაკიაჟით, მეგობარ გოგოსთან სეირნობის დროს გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები