LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5-12 წლამდე ბავშვებისთვის Pfizer-ის Covid-ვაქცინა მეორე კვარტლიდან იქნება ხელმისაწვდომი” – როდის შემოვა საქართველოში კოვიდის სამკურნალო აბი

111
gabu

5-12 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი Pfizer-ის მიერ წარმოებული Covid-ვაქცინა დაახლოებით, მეორე კვარტალში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„5-12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფისთვის Pfizer-ის ვაქცინის მოწოდებაზე მუშაობა მიდის და ვფიქრობთ, მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან ეს ვაქცინა ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს „ფაიზერის“ წარმოების კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანაზე.

„კოვიდის სამკურნალოდ ამ პირობებში დღეს ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება “პაქსლოვიდზე”, რომელიც არის “ფაიზერის” წარმოებული მედიკამენტი, ჩვენ ვაწარმოებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

პირველი წამალია, რომლის მიღებაც შეიძლება სახლში, 90%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას – რა ღირს კოვიდის სამკურნალო აბი, რომელსაც ავტორიზაცია მიანიჭეს

დეტალების დაზუსტება მე დღეს კონტრაქტული ვალდებულებიდან გამომდინარე არ შემიძლია, თუმცა, მოკლე ხანში შევძლებთ დაზუსტებას, თუ როდის შემოვა მედიკამენტი ქვეყანაში,”- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვან პრიორიტეტად კვლავ რჩება ვაქცინაციის პროგრამით მოსახლეობის მოცვა, რომელიც ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, „ომიკრონის“ მაღალი გავრცელების პირობებში შენელებულია.

„გამოწვევა კვლავაც რჩება ის, რომ „ომიკრონის“ ტალღა, რომელიც დასრულდება, შემდეგ იყოს ჩვენთვის სტაბილიზაციის პერიოდის დასაწყისი და აღარ დავდგეთ ისევ ახალი გამოწვევების წინაშე.

ამისთვის მთავარი, კრიტიკული პროცესი არის ვაქცინაციის პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე შედარებით შენელებულია, რაც შესაძლოა, აიხსნას „ომიკრონის“ ძალიან აქტიური გავრცელებით, ბევრი ადამიანი მიმდინარე პერიოდში დაინფიცირდა და შესაძლოა, მათ ამის გამო შეცვალეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის თაობაზე, თუმცა, სამომავლოდ ვაქცინაციის პროგრამა რჩება ისევ მთავარი პრიორიტეტად.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით ასაკოვანი პირები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები აიცრან, აიცრან „ბუსტერ“ დოზითაც და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება,”- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, „პაქსლოვიდი“ 5 დღიანი მკურნალობის კურსი 89 %-ით  ამცირებს გარდაცვალების რისკს.

ისრაელმა „პაქსლოვიდი“ გასულ წელს დაამტკიცა..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g