„ფაიზერის“ მიერ წარმოებული, 90%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას, მას შემდეგ რაც მისი მიღება დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილ პირველი პრეპარატ – პაქსლოვიდთან დაკავშირებით განაცხადა.
პრეპარატს ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია უკვე მიანიჭა.
როგორც ზაზა წერეთელმა აღნიშნა, მისი მიღება პაციენტმა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად, მას შემდეგ, რაც დაუდასტურდება კორონავირუსი და გამოუვლინდება სიმპტომები.
„ეს არის პირველი წამალი, რომლის მიღებაც შეიძლება სახლში და როგორც კი პირველივე სიმპტომი გამოჩდება და მაშინვე დაიწყებ მის მიღებას – 5 დღის განმავლობაში, 3 აბი დღეში, როგორც აღმოჩნდა ძალიან ეფექტურია და 90%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას. მართალია ამ მომენტისთვის ძვირი ღირს ეს კურსი – 500 დოლარი ღირს, მაგრამ მას შემდეგ რაც წარმოება გაიზრდება და გავრცელდება ეს წამალი, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მისი ფასი ნელ-ნელა დაიკლებს. როგორც აღინიშნა, ეს მედიკამენტი მუშაობს „ომიკრონზე“,- განაცხადა ზაზა წერეთელმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.
ჯანდაცვის ექსპერტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რატომ გახდა აუცილებელი ე.წ. ბუსტერ დოზა, ანუ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზა. ზაზა წერეთელი კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ როდესაც ადამიანს ვირუსი მხოლოდ გადატანილი აქვს და არ არის აცრილი, მაშინ იმუნიტეტი უფრო სუსტია „ომიკრონისთვის“.
“ამიტომ ყველას მოუწოდეს, რომ თუ გაქვთ გადატანილი, მაგრამ არ ხართ აცრილი, აუცილებლად უნდა აიცრათ. ჯერ კიდევ “დელტა” შტამის დროს, ისრაელის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით, 6 თვის შემდეგ ვაქცინის ეფექტურობა კლებულობდა, ამიტომაც ისრაელი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო “ბუსტერ” დოზის გაკეთება.
როდესაც „ომიკრონი“ გამოჩნდა, ძალიან ბევრი რეინფიცირება დაფიქსირდა, მათ შორის ორჯერად აცრილებშიც. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მეცნიერებმა გაკეთებულიყო „ბუსტერ“ დოზა და სწრაფი გავრცელების უნარის გამო, შემცირდა ვადები ზოგიერთ ქვეყანაში. მაგალითად, დანიაში ჩამოვიდეს 4 თვემდე.
ამ შემთხვევაში ვსაუბრობ „ფაიზერსა“ და „მოდერნაზე“ დღეს გამოქვეყნდა „სინოფარმსა“ და „სინოვაკთან“ დაკავშირებით კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ „სინოვაკის“ ორი დოზა თითქმის არ მუშაობს „ომიკრონზე“ და მოუწოდებენ „ბუსტერ“ დოზის გაკეთებისკენ. ალბათ, ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება სამ თვეში გაიკეთებენ თუ ოთხ თვეში, მაგრამ თუ „ფაიზერი“ და „მოდერნა“ 35%-ით მაინც იყო ეფექტური, „სინოვაკმა“ და „სინოფარმა“ აჩვენა, რომ საერთოდ არ არის ეფექტური, ამიტომ ცხადია, „ბუსტერ“ დოზის გაკეთება აუცილებელი გახდება”, – აღნიშნა ზაზა წერეთელმა.
ოფლიანობა, ფხაჭნის შეგრძნება – ზაზა წერეთელი „ომიკრონის” ახალ სიმპტომებზე