LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძე: „კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების – „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა“

165
ცერცვაძე კოვიდის საწი მედიკამენტებზე

„კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების – „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„თუკი აღგვენიშნება მსგავსი სიმპტომები, უნდა ვიყოთ იზოლაციაში“ – მედიკოსები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

როგორც მან COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს.

ცერცვაძის თქმით, გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტები მიიღეს.

თენგიზ ცერცვაძე: „გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ, გრიპიანი სახლში უნდა დარჩეს“ 

„იცით, რომ COVID-19-ის მკურნალობის უახლესი თანამედროვე მეთოდების დანერგვის კუთხით ჩვენ მოწინავე ქვეყნების რიგში ვიყავით და ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ „ტოცილიზუმაბის“, „რემდესივირის“ და „პაქსლოვიდის“ გამოყენება. საქართველო მეხუთე ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც „პაქსლოვიდი“ მიიღო.

თენგიზ ცერცვაძე: ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება, თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდა, გარბის და მაშინვე ყიდულობს - არ შეიძლება!

„გრიპის პრევენციის მთავარი ზომა მაინც არის ვაქცინაცია. სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 200 ათასი ვაქცინა ჯერ კიდევ არ გახარჯულა“

სწორედ COVID-19-ს მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დროულმა დანერგვამ განაპირობა ის, რომ ერთ-ერთმა პირველმა გადავაქციეთ COVID-19 ფატალური ინფექციიდან რიგით რესპირაციულ ინფექციად.

გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები.

„პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს.

„ქვეყანაში ცირკულირებს A ტიპის ვირუსები: მაღალი ტემპერატურა, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.. თუ ეს სიმპტომები გაქვთ აუცილებლად დარჩით სახლში“ – ივანე ჩხაიძე

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის COVID-19 ვაქცინაციით მოცვა ძალიან დაბალი იყო. ეს განაპირობა მოსახლეობის სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ იმუნიზაციისადმი, ასევე ანტივაქსერების მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ, რომელში რამდენიმე ცნობილი ექიმიც კი იყო ჩართული, რაც ძალიან სამწუხაროა.

პირველი თაობის ვაქცინები მორგებული იყო იმ პერიოდში გავრცელებულ შტამებზე და პრაქტიკულად ვერ იცავდა, ან ნაკლებად იცავდა „ომიკრონის“ შტამისგან. სადღეისოდ უკვე შემუშავებულია ახალი თაობის ვაქცინები, რომლებიც „ომიკრონის“ შტამზეა მორგებული.

ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ“

უფრო სწორად, ეს ვაქცინები ყველა არსებული შტამისგან იცავს პაციენტს, მათ შორის „ომიკრონის“ ქვევარიანტებისგან. ეს ვაქცინები საქართველოში ჯერ შემოტანილი არ არის. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ახალი თაობის ვაქცინებს შემოიტანენ.

მოსახლეობისადმი ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორც კი ახალი თაობის ვაქცინები შემოვა, პირველი თაობის ვაქცინებისადმი დამოკიდებულება, რომ იყო ისეთს ნუ გამოიჩენენ, მეტი მოტივაცია გამოვამჟღავნოთ და მეტი ადამიანი აიცრას“. – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები