LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-7 ივლისს საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს

50

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-7 ივლისს საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას პროგნოზით, 5-7 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით და დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, რომლის დროსაც შესაძლებელია დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს; 6-7 ივლისს კი, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 33-35 გრადუსია მოსალოდნელი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22-27 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 5 ივლისს 37 გრადუსი იქნება; 6 ივლისს – 36 გრადუსი, 7 ივლისს – 35 გრადუსი. 6-7 ივლისს საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

8-9 ივლისს კი საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g