LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-7 ივნისს საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს

550
რესტავრირებული ქართული კინო

5 ივნისს, 19:00 საათზე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას გახსნიან ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“.

3-დღიანი რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ორი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი ქართული კინო, მათ შორის, 1980-იანი წლებიდან ქართველი კლასიკოსის, რეზო ესაძის ფილმი „ნეილონის ნაძვის ხე“, 1990-იანი წლების ქართული კინოდან ლევან ზაქარეიშვილის „ისინი“, ერეკლე ბადურაშვილის „თბილისი ჩემი სახლია“, ზაზა ურუშაძის „აქ თენდება“ და პაატა მილორავას „ვირთხა“.

„ფილმები ქართული კინომემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და რესტავრირებული სახით პირველად წარდგება ფართო აუდიტორიის წინაშე.

ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კინომემკვიდრეობაზე ზრუნვაა. აქედან გამომდინარე, რეტროსპექტივას, მაყურებლამდე ფილმების მიტანას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ფილმების ჩვენება გაიმართება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში და მასზე დასწრება ყველასთვის თავისუფალი იქნება. ფილმები ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.

იხ.დეტალური პროგრამა:

რესტავრირებული ქართული კინო | 5–7 ივნისი

5 ივნისი

19:00
ისინი / ლევან ზაქარეიშვილი / 1992 (125 წთ)

6 ივნისი

17:00
თბილისი ჩემი სახლია / ერეკლე ბადურაშვილი / 1994 (100 წთ)

19:00
აქ თენდება / ზაზა ურუშაძე / 1998 (90 წთ)

7 ივნისი

17:00
ვირთხა / პაატა მილორავა / 1991 (80 წთ)

19:00
ნეილონის ნაძვის ხე / რეზო ესაძე / 1985 (72 წთ)“ – აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g