LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 974 ინფიცირებული, 50 კრიტიკული პაციენტია, მაგრამ სიტუაცია მართვადია: სად რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა

133
BeFunky-collage - 2020-10-13T104457.717

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 569 ადამიანი დაინფიცირდა და შემთხვევების რაოდენობამ საერთო ჯამში 12 841 მიაღწია.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კოვიდ-19 ქვეყანაში 329 პაციენტმა დაამარცხა. მისივე განმარტებით, საქართველოში აქტიური 5 974 შემთხვევაა. აქედან 50 კრიტიკულად მძიმე პაციენტია. ენდელაძის ინფორმაციით, კრიტიკულ პაციენტთა შორის 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან და ერთი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი პაციენტები არიან.

კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რაც შეეხება რეგიონებში დადასტურებულ შემთხვევებს, ენდელაძის განცხადებით:

აჭარა  – 207

თბილისი – 168

იმერეთი – 117

შიდა ქართლი – 25

ქვემო ქართლი – 7

სამეგრელო-ზემო-სვანეთი – 24

გურია – 8

კახეთი და მცხეთა მთიანეთი – 5

სამცხე ჯავახეთში – 3.

 

მარინა ენდელაძის განმარტებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილი 9 პაციენტიდან 5 აჭარაში მკურნალობდა. მისივე თქმით, პაციენტები კრიტიკულად მძიმედ მიიჩნეოდნენ, აღენიშნებოდათ სხვა დაავადებები. დანარჩენ 4 გარდაცვლილ პაციენტზე ენდელაძეს ამ ეტაპზე ინფორმაცია არა აქვს.

საქართველოში კირონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის ინფორმაციით, კლინიკაში 63 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 რეანიმაციულ განყოფილებაშია. მისივე თქმით, კლინიკაში არიან მძიმე პაციენტებით, თუმცა ენდელაძე აცხადებს, რომ ინფექციას მართავენ.

 

შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით ის აცხადებს, რომ მონაცემები განსაკუთრებით არ იცვლება, თუმცა მაინც საყურადღებოდ მიიჩნევს. კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საწოლების დეფიციტი არ არსებობს, არის როგორც განთავისუფლებული, ასევე რეზერვში არსებული ადგილები. ენდელაძის განცხადებით, დაავადების მკურნალობის პროტოკოლში ცვლილება არ შესულა, ხოლო პრეპარატი “რემდესივერი” ქვეყანაში 25 ოქტომბრამდე შემოვა.