LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამჟამად ნამდვილად მომატებულია რაოდენობა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს კატასტროფაა, ჩვეულებრივი მოვლენაა, ამ სეზონისთვის სხვადასხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციები უნდა იყოს “ – მარინა ენდელაძე 

299
მარინა ენდელაძე

„ამჟამად ნამდვილად მომატებულია რაოდენობა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს კატასტროფაა და დაიწყო მატება,“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ქვეყანაში არსებულ ვირუსებზე საუბრისას განაცხადა.

სპეციალისტის თქმით, აუცილებელია მოსახლეობისგან საპროფილაქტიკო ღონისძიებების გატარება.

„მომართვიანობა გაზრდილია, დატვირთული ვართ, უპირატესად იანვრის თვიდან დაიწყო მატება. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ამ სეზონისთვის, რომ უნდა იყოს სხვადასხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციები და არის სხვადასხვა. ამიტომ, საჭიროა დიფერენცირება და დატესტვა. ამიტომაც არის აუცილებელი მოსახლეობისგან საპროფილაქტიკო ღონისძიებების გატარება,“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ“

„ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია – პიკი იანვრის ბოლოსკენ იქნება, ამიტომ ვინც აცრილი არ არის, მოვუწოდებდი ყველამ გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროს“ – მაია ჩხაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები