ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში პაციენტების მიმართვიანობა ძირითადად რესპირატორული ვირუსების ინფექციების შემთხვევებს უკავშირდება.
მშობლებს ვთხოვდით, რომ ვინც არ ჩაიტარა გრიპის ვაქცინაცია, არ არის გვიან, რადგან პიკი არ არის ჯერ.
მისივე თქმით, ასევე გამოვლინდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიც.
როგორც მანვე აღნიშნა, ამ პერიოდში ყველაზე მეტად გავრცელებულია ა ტიპის გრიპის ვირუსი.
ივანე ჩხაიძე: „იანვარი პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე რთული პერიოდი იქნება“
„სხვადასხვა გართულების ყველაზე მეტი რისკი გრიპის ვირუსს აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. გართულებებში, პირველ რიგში, ფილტვების ანთებას ვგულისხმობთ“.
„ამჟამად მომართვიანობა ძირითადად არის რესპირატორული ვირუსების ინფექციების გამო. ყველაზე მეტად გავრცელებულია ამ პერიოდში ა ტიპის გრიპის ვირუსი.
სადღაც 40 პაციენტამდე აკითხავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 24 საათის განმავლობაში.
გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-იდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონქიოლიტის დიაგნოზით. ასეთი პაციენტებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას.
ამავდროულად, არის კოვიდის დადასტურებული შემთხვევებიც, ახლაც ორი ბავშვი გვიწევს, ორ თვემდე ასაკის ბავშვები არიან.
არის ადენოვირუსული ინფექციებით მომართვიანობა და ძალიან ხშირია ბინაზე განვითარებული პნევმონია, რომელიც არის გრიპის ერთ-ერთი გართულება.
ეწყებათ ხოლმე გრიპის ვირუსული კლინიკით და შემდეგ ხდება პნევმონიის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე რესპირატორული ინფექციების და პნევმონიის გამო 45 პაციენტამდე არის ჩვენს კლინიკაში“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მისივე თქმით, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. მაია ჩხაიძე ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„ნამდვილად გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი, ბავშვთა ხაზით ყოველ შემთხვევაში. მშობლებს ვთხოვდით, რომ ვინც არ ჩაიტარა გრიპის ვაქცინაცია, არ არის გვიან, რადგან პიკი არ არის ჯერ.
სასწავლო პროცესი როცა განახლდება, მეტი შემთხვევა და მომართვიანობა იქნება. პიკი, შემთხვევების მატება იქნება სადღაც იანვრის ბოლოსკენ. ამიტომ ვინც არ არის აცრილი, მოვუწოდებდი, ყველამ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია“. – განაცხადა მაია ჩხაიძემ.