LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: „იანვარი პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე რთული პერიოდი იქნება“

249
ing

მედიკოსები საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდას ელიან.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე რთული პერიოდი იანვარი იქნება:

„ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის მეორე ნახევარში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია, რაც პაციენტების რაოდენობის ზრდაში და მომართვიანობის ზრდაში აისახა კიდეც.

სავარაუდოდ, შემდეგ პერიოდშიც მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება.

სხვადასხვა გართულების ყველაზე მეტი რისკი გრიპის ვირუსს აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. გართულებებში, პირველ რიგში, ფილტვების ანთებას ვგულისხმობთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველთან“.

„ქვეყანაში ცირკულირებს A ტიპის ვირუსები: მაღალი ტემპერატურა, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.. თუ ეს სიმპტომები გაქვთ აუცილებლად დარჩით სახლში“ – ივანე ჩხაიძე

„ძალიან არ მინდა საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ.. A გრიპის შემთხვევები მესამედზე მეტია გრიპზე გატესტილ პაციენტებში, პარალელურად არის კოვიდის, ჩუტყვავილას და ქუნთრუშას შემთხვევები“ – პედიატრი ლალი ჯანაშია მშობლებს აფრთხილებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g