იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა.
მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი გასულ კვირას ერთ პირს დაუდასტურდა.
რაც შეეხება ებოლას ვირუსს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში ებოლას შემთხვევები არ ფიქსირდება და მისი გავრცელების რისკი არ არსებობს.
როგორც ცნობილია, დენგე არის ვირუსი, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის.
მისი ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს. ვირუსი იწყება მწვავე შემცივნებით და ტემპერატურის მატებით 39-41 გრადუსამდე. ასევე ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
