LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია – მარინა ეზუგბაია

82
Capture

“ახალი ინფიცირებულებიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ 1 ახალი პაციენტი მოთავსდა, მთლიანობაში კი ამ ეტაპზე კლინიკაში 20 დადასტურებულად ინფიცირებული მკურნალობს.

“დაგვემატა 5 ახალი ინფიცირების შემთხვევა და გვყავს 893. გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი და გვყავს 739 გამოჯანმრთელებული. კოვიდ ცენტრებში ამჟამად 140 პაციენტი მკურნალობს.
5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა იმპორტირებული, ანუ შემოტანილია და აქედან 4 სატვირთოს მძღოლია. ჩვენს ცენტრში 28 პაციენტი გვყავდა და 8 გამოჯანმრთელებულიდან 7 – ჩვენს კლინიკაში იყო მოთავსებული, შვიდივემ ცენტრი გუშინ დატოვა. ახალი ინფიცირებულებიდან ჩვენთან მხოლოდ 1, სატვირთო ავტომობილის მძღოლი შემოიყვანეს. ამ ეტაპზე 20 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში, მხოლოდ ერთია საშუალოზე მძიმე, დანარჩენები საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა.

magti 5g