თითქმის ერთი წელია კოვიდ პანდემიამ მსოფლიო თავდაყირა დააყენა და ადამიანების ცხოვრების რიტმი რადიკალურად შეცვალა. ბუნებრივია, ამ დროს ადამიანების უმეტესობა, განსაკუთრებით კი მოგზაურობის მოყვარულები ისეთ ადგილზე გამგზავრებას ინატრებდნენ, სადაც ეს პრობლემა ხალხს არ აწუხებს. დარჩა კი ასეთი დასახლებული ადგილი?
დიახ, როგორც ჩანს ჯერ კიდევ შემორჩა მსოფლიოს ისეთი დასახლებული ადგილები, სადაც კოვიდ-19 მოსახეობას არ აწუხებს. ,,ბონ ვოიაჟის” ფარგლებში ასეთ 5 კუნძულს გაგაცნობთ, სადაც ჯადოსნური სილამაზე, სიმშვიდე და ჯერაც პანდემიისგან თავისუფალი გარემოა.
სოლომონის კუნძულები
მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მელანეზიაში. მისი დედაქალაქია ჰონიარა. იყოფა 9 პროვინციად. მოსახლეობა დაახლოებით 600 000 შეადგენს. კუნძულს 2 აეროპორტი აქვს და ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს თვალისმომჭრელი ბუნების, ეგზოტიკურობისა და სიმშვიდის გამო.
კუნძული ტონგა
მისი ოფიციალური სახელწოდება ტონგის სამეფოა. ტონგა წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში მდებარეობს. შედგება დაახლოებით 170 კუნძულისგან, რომელთაგან 45 დასახლებულია. ტონგა თავისი მდებარეობით აერთიანებს ახალ ზელანდიასა და ჰავაის, სამხრეთ სამოასა და აღმოსავლეთ ფიჯის. კუნძულზე კონსტიტუციური მონარქიაა და სახელმწიფოს მეთაურია მეფე.
პალაუს კლდოვანი კუნძულებიკუნძულები აგრეთვე ცნობილია, როგორც ჩელბაჩები. წარმოადგენს კირქვის, ან მარჯნის კუნძულების პატარა ჯგუფს. ამჟამად მიეკუთვნება კორორის შტატს. ჯგუფში დაახლოებით 250—300 კუნძულია, რომელთა საერთო ფართობი 47 კმ²-ია. გამოირჩევა პლაჟებითა და ლურჯი ლაგუნებით. კლდოვანი კუნძულები და მიმდებარე ტერიტორია ძალზედ პოპულარულია ტურისტებს შორის. ფულის ერთეული ამერიკული დოლარია. მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად მიკრონეზიიდან და მელანეზიიდანაა.
სამოა
სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთში. სამოა ორი უდიდესი კუნძულისგან შედგება,ესენია: სავაი და უპოლუ. ქვეყნის დედაქალაქია — აპია, რომელიც მდებარეობს კუნძულ უპოლუზე.
„სამოა“ წარმოადგენს სიტყვა„Sa-ia-Moa“-ს შემოკლებულ ფორმას, რაც სამოური ენიდან ითარგმნება, როგორც „ღვთიური მოასათვის“.
სამოაში შემავალი კუნძულების რელიეფი, უპირატესად მთიანია, კუნძულზე დაახლოებით 200 000 მოსახლეა.
მარშალის კუნძულებიმარშალის კუნძულები ყნაროკეანური სახელმწიფოა მიკრონეზიაში. სახელმწიფო მოიცავს არქიპელაგის 29 ატოლსა და 5 კუნძულს.ჩარლზ დარვინის თეორიის თანახმად, ატოლების ჩამოყალიბება ხდებოდა ვულკანური კუნძულების ჩაძირვის შედეგად.მოსახლეობა დაახლოებით 60 000 ადამიანია. კუნძულების დედაქალაქია მაჯურო.
მარშალის კუნძულების მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ მარშალელები. მიუხედავად იმისა რომ კუნძულები ულამაზესია, ტურიზმის განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი: მარშალის კუნძულებამდე ფრენის დიდი ხანგრძლივობა და მისი საკმაოდ მაღალი ფასი.