LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ფილმი ემოციური გადატვირთვისთვის

399
1000-561dce925cebbddb409e8a358c9b3097

ემოციური სიცარიელე და საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ალბათ ყველას გამოუცდია. ასეთ დროს თითქოს არაფრის კეთება არ გსურს და ცხოვრება უბრალოდ ჩერდება.
ეს ფილმები მათთვისაა, ვინც ახალ სასიცოცხლო ენერგიებს ეძებს და ემოციური გადატვირთვა სჭირდება.

დაპირება გარიჟრაჟზე

რომენ გარის ავტობიოგრაფიის ეკრანიზაცია, სადაც მოთხრობილია, თუ რა გავლენას ახდენს დედის რწმენა და სიყვარული ავტორის ცხოვრებაზე. ფილმში ნაჩვენებია პოლონეთში გატარებული ბავშვობა, ნიცაში გატარებულ ყრმობა, პარიზში – სტუდენტობა და მეორე მსოფლიო ომში პილოტად ყოფნის გამოცდილება.

ცხოვრება ვარდისფერ ფერებში

ედიტ პიაფის დაბრკოლებებით სავსე ცხოვრების ეკრანიზაცია. მას უხდებოდა ბრძოლა არსებობისთვის, სიმღერისთვის და სიყვარულისთვის. პარიზის ღარიბი უბნიდან ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზებამდე გავლილი რთული გზა, რომელიც მაყურებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

შუაღამე პარიზში

ეს რეიტინგი ამ ფილმის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.
რომანტიკოსი მწერალი შთაგონების ძიებაში 20-იანი წლების ბოჰემურ პარიზში ხვდება. დიდებული მწერლები, ხელოვანები და პიკასოს მუზის შეყვარება მთავარ გმირს აგრძნობინებს, რომ სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება და აქ სამუდამოდ დარჩენა სურს.

მკვდარი პოეტების საზოგადოება

ფილმში კოლეჯის მეგობრების ისტორიაა მოთხრობილი. ინგლისურის ლექტორი, პროფესორი ქიტინგი ბიჭებს საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება და ცხოვრებისეული გზის პოვნაში ეხმარება. პროფესორი მოსწავლეების სულს სწვდება. ის მათ აჩვენებს, რომ შინაგანი სამყარო ყველაფერზე მნიშვნელოვანია და ინდივიდუალურობა არ უნდა დაკარგონ.

ანგელოზი – ა

ცხოვრების თავიდან დაწყება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. ვალებში ჩაფლული ანდრე სუიციდზე ფიქრობს, თუმცა მაღალ ლამაზმანთან შეხვედრა მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. იდუმალი ქალი მას პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
ლუკ ბესონის ფილმი მთლიანად ორი პერსონაჟის დიალოგზეა აგებული და ამ დეტალს განსაკუთრებული ხიბლი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები