LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ივლისიდან საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს

151

4 ივლისის შემდეგ, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.

5–7 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით და დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, რომლის დროსაც შესაძლებელია დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს; 6–7 ივლისს კი, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 33–35 გრადუსია მოსალოდნელი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22–27 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 5 ივლისს 37 გრადუსი იქნება; 6 ივლისს – 36 გრადუსი, 7 ივლისს – 35 გრადუსი. 6–7 ივლისს საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

8–9 ივლისს კი საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g