LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მარტივი რჩევა სტრესთან გასამკლავებლად

187

ცხოვრება სავსეა სტრესით. იოგა, მედიტაცია, კლასიკური მუსიკა და წამლები აღარ არის საკმარისი, სრულიად შესაძლებელია ისიც, რომ გვერდით არ აღმოგაჩნდეთ ოთახი, სადაც სარკეს დაამსხვრევთ…

არსებობს უფრო მშვიდობიანი და სასარგებლო საშუალებები, რათა გაუმკლავდეთ სტრესულ სიტუაციებს.

 

 

 

დარეხცეთ ჭურჭელი

shutterstock_201261263-pic905-895x505-17778

ბევრს არ უყვარს ეს საქმიანობა. მაგრამ ფლორიდას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჭურჭლის რეცხვა ერთგვარი მედიტაციაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გარკვეული დრო საკუთარ თავს მოუსმინოთ და მოსწყდეთ გარესამყაროს. სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ ჭურჭლის რეცხვა, ისევე, როგორც მედიტაცია, უნდა იცოდეთ.

 

გაიხადეთ ფეხსაცმელი

shutterstock_45008914-pic905-895x505-13680

გაიხადეთ ფეხსაცმელი ოფისში, მაგიდის ქვეშ. ეს არანაკლებ სასიამოვნო და სასარგებლო პროცესია, ამტკიცებენ არატრადიციული მედიცინის მიმდევრები.

აღმოსავლურ მედიცინაში, ქუსლების მასაჟი საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. უბრალოდ ფეხშიშველმაც რომ გაიაროთ გარკვეული დროის განმავლობაში, სტრესი მკვეთრად შემცირდება და განწყობა აგიმაღლდებათ.

 

გადით ბუნებაში

shutterstock_201557219-pic905-895x505-66396

ბუნებაში გასვლა სტრესის მოხსნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ნორვეგიელმა და შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, ვისაც სახლში მცენარეები და ყვავილები აქვთ, ნაკლებად გადიან შვებულებაში ავადმყოფობის მიზეზით. ამ ყველაფერს კი ისინი იმით ხსნიან, რომ მცვენარე დადებითად აისახება ჰაერის ხარისხზე, შესაბამსიად, ამ ადამიანების გარშემო ნაკლები დაბინძურება და მტვერია.

 

ითამაშეთ „ტეტრისი“

12-pic905-895x505-5684

გაირკვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სასარგებლო თამაში 90-იანებიდან და ის დადებითად აისახება პოსტტრავმული სინდრომის დროს – რეკომენდირებულია თამაში მათთვის, ვისაც ხშირად უყვირის უფროსი.

 

ისეირნეთ თოვლში

shutterstock_239155276-pic905-895x505-92758

არაფერია ამაზე უკეთესი რჩევა გვიანი შემოდგომის შემდეგ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ აქ საქმე არ არის კონკრეტულად თოვლში: სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ თოვლის ფიფქების ფორმების დაკვირვებით ყურება ადამიანის ფსიქიკაზე დამამშვიდებელი ეფექტით მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები