LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მარტივი საშუალება წონაში დასაკლებად

45

დღესდღეობით წონის პრობლემა მოსახლეობის უმეტესობასი საკმაოდ დიდ პრობლემად ითვლება. ცხიმებთან ბრძოლა ადვილი საქმე არაა, შესაბამისად ის დიდ ძალისხმევას და მოთმინების უნარს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 5 მარტივ საშუალებს, რომელიც საკუთარი სხეულის უკეთესად წარმოჩენაში დაგეხმარებათ:

 

ველოსპორტი

ველოსიპედით სეირნობა – ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სხეულის სხვადასხვა ნაწილების გასაკაჟებლად. თავდაპირველად ველოსიპედით გადაადგილება მცირე მანძილებზე დაიწყეთ და დროთა განმავლობაში გაზარდეთ დასაფარი მანძილი. გაითვალისწინეთ, რომ დროთა განმავლობაში შეცვალოთ დატვირთვა, მაგალითად:  გაიარეთ ხრეშზე, შემდეგ ჯერზე აღმართზე და ა.შ.

 

 

სირბილი აღმართზე

ასეთი ვარჯიში იდეალური სხეულის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. თუმცა, მანამდე სანამ სირბილზე გადახვალთ, 15 წუთის განმავლობაში მოთელვა გააკეთეთ, გამოაფხიზლეთ და მოამზადეთ დატვირთვისთვის თქვენი სხეული. თუ სირბილს ეზოს პირობებში ვერ ახერხებთ, აუცილებლად ეწვიეთ სპორტდარბაზს და სპეციალურ სავარჯიშოზე 10%-ანი აღმართი დააყენეთ.

 

1421407301_88

 

ჰანტელებით ვარჯიში

ფიტნეს ექსპერტები ამბობენ, რომ ორგანიზმიდან ცხიმების განსადევნად, ჰანტელებით ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა. საუკეთესო შედეგისთვის კვირაში 4–ჯერ გაიმეორეთ 4-5 მისვლა ჰანტელებთან.

 

Suplementos

 

ნიჩბოსანი ტრენაჟორი

როგორც ამბობენ, წონასთან ორთაბრძოლაში, ნიჩბოსანი ტრენაჟორი შეუცვლელი იარაღია. ასეთ სავარჯიშო შეუძლია დაწვას დაახლოებით იმდენი კალორია, რამდენიც ველოსიპედით სეირნობამ. თუმცა, რეკომენდებულია 2-3 მისვლა კვირაში.

 

гребной тренажер

 

ცურვა

საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ცურვა სხეულს გაჯანსაღებასა და გაკაჟებაში ეხმარება. თუმცა, ყოველდღიურად 35-45 წუთით ცურვის შემთხვევაში, ამ „ვარჯიშს“ შეუძლია ზუსტად იმდენი კილო კალორია დაწვას რამდენიც სირბილს, ჰანტელებით ვარჯიშს და სხვა მსგავს სავარჯიშოებს. გარდა ამისა ნუ დაივიწყებთ იმასაც, რომ ცურვა კუნთების სწორად განვითარებას უწყობს ხელს.

 

2e39b33edc439c797743a1675665ec86

 

აქვე შეგახსენებთ იმას, რომ თუ ეზოს პირობებში ვერ ახერხებთ ვარჯიშს, ეწვიეთ სპორტდარბაზებს, სადაც ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ვარჯიშის შესრულებას შეძლებთ, რათქმაუნდა ეს ცურვას არ ეხება J.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები