LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 6 ახალი ინფიცირებულის წყარო ცნობილია – მარინა ეზუგბაია

65
Capture

“7 მძიმე პაციენტიდან 5-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ინფიცირებული არ დამატებიათ.

“6 ახალი პაციენტიდან 2 არის ბოლნისის წყარო, 2 ზუგდიდის და 2 საკარანტინო სივრცეში არსებული წყაროებიდან. ჩვენთან ახალი პაციენტი არ შემოსულა, ისინი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს და გადიან მკურნალობას. ჩვენთან 56 პაციენტი წევს. 2 შესაძლო შემთხვევაა, რომელთაც ჩაუტარდებათ ტესტირება. 54 დადასტურებული კოვიდინფიცირებულია. 29 გამოჯანმრთელებულიდან 4 ჩვენია.
გვრჩება კრიტიკული ხანდაზმული პაციენტი, ძალიან მძიმე პნევმონიით, ამასთან აქვს თანმხლები ორი მძიმე დაავადება – შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონული დაავადება. ვერ გეტყვით როგორი იქნება მისი მდგომარეობა, პროგნოზირება რთულია, ჯერჯერობით არანარი სტაბილიზაცია არ გვაქვს, გაუმჯობესებაზე ლაპარაკი არ არის”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ 7 საყურადღებო პაციენტიდან, რომელთაც მძიმე პნევმონია ჰქონდათ, 5-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და მათთან დაავადება ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.

magti 5g