LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნება, 11 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მარინა ეზუგბაია

93
jyytuy

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის სულ 15 შემთხვევა დაფიქსირდა. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ახალი შემთხვევების დაინფიცირების ყველა წყარო ცნობილია გარდა 2 შემთხვევისა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგები ამ დროისათვის დაინფიცირების წყაროებს არკვევენ. რაც შეეხება დადასტურებულ პაციენტებს, ეზუგბაიას განმარტებით, ისინი მარნეულიდან, ბოლნისიდან და თეთრიწყაროდან არიან.

„დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვაქვს 511 დადასტურებული შემთხვევა. ამ 15 შემთხვევიდან ძირითადად ცნობილია წყაროები. ეს არის ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო. მხოლოდ ორი პაციენტია, რომელთა წყაროც ამ ეტაპზე დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან არც ერთი პაციენტი არ შემოუყვანიათამ დროისათვის კლინიკაში 43 კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავთ, რომელთა შორის 5 დაინფიცირებულს მძიმე პნევმონია აღენიშნება. კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დანარჩენი პაციენტების და მათ შორის 11 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g