გასული თვეები ბევრი ადამიანისთვის ძალიან რთული იყო, ბევრი სტრესით, სევდით, ფინანსური სირთულეებით, სამსახურის დაკარგვით, იზოლაციით და პანდემიის გამო გამოწვეული სხვა პრობლემებით.
ახალი წელი მალე გაივლის და წინ გრძელი ზამთარი გველოდება – ცივი თვეების გადატანა ნორმალურ პერიოდშიც კი რთულია და ახლა მითუმეტეს…
თუმცა, არსებობს რამდენიმე გზა იმისთვის, რომ ბნელი ზამთარი ნაკლებად მძიმე იყოს.
იმოძრავე
ზამთარში გარეთ გასვლა და სპორტით დაკავება რთულია, თუმცა ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე რომ განწყობის გასაუმჯობესებლად ეს საუკეთესო გზაა. „ჩვენი გონება და სხეული ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია,“ ამბობს დოქტორი ბრენდონ სტაბსი, ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი.
ვარჯიში სისხლში ენდორფინის დონეს ზრდის, ორგანიზმს ტკივილისგან ათავისუფლებს და კარგად ყოფნის შეგრძნებას ზრდის. ფიზიკური აქტივობის დროს ტვინში უამრავი ქიმიური პროცესი ხდება, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
არ იფიქრო ძალიან ბევრი
იმისათვის რომ ფიქრს ძალიან დიდი დრო არ დაუთმოთ, საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავება დაგეხმარებათ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ჯენიფერ უალდი ამ პროცესს „თავიდან ამოგდებას“ ეძახის.
ხალხი ხშირად პრობლემებზე იციკლება, მუდმივად ნეგატიური ფიქრები უტრიალებთ. „თუკი პრობლემაზე ფიქრს 30 წუთზე მეტ დროს უთმობთ და მისი მოგვარების გეგმა ვერ მოიფიქრეთ, ან გაქვთ კითხვები რომლებსაც პასუხები ვერ მოუძებნეთ, ეს ნიშნავს რომ გაჩერების დროა.“
თქვენი მთავარი დავალება, მთელი ყურადღების პრობლემების მოგვარების პრაქტიკულ გზებზე მიმართვაა. მარტივი არაა, თუმცა ძალიან უნდა მოინდომოთ რომ იფიქროთ იმაზე თუ რა ხერხებით დაძლევთ ამ პრობლემას. ზოგიერთი სპეციალისტი ამ დროს ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციას იძლევა.
დაისახეთ მიზანი
ახალი მიზნის დასახვა ცივი ზამთრის გადატანაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ეს შეიძლება იყოს რამე პროექტი, ახალი ენის შესწავლა, ახალი რეცეპტის დატესტვა ან რამე უფრო დიადი იდეის განხორციელება.
მთავარია ის, რომ თქვენი მიზანი კომფორტის ზონას ცილდებოდეს, წინ გწევდეთ და გარკვეულწილად კონტროლს გაკარგვინებდეთ.
ისაბრეთ ყველაფერზე რაც გაწუხებთ
Covid-19–მა ერთმანეთთან კომუნიკაცია გაართულა. იზოლაციაში ყოფნის გამო მილიონობით ადამიანს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. ამიტომ, სოციალიზაცია, თუნდაც მცირე დოზითაც კი ძალიან მნიშვნელოვანია.
ფსიქოლოგთა განმარტებით, კარანტინში მყოფი ადამიანები საკუთარ თავში იკეტებიან, რასაც მომავალში არაერთი პრობლემა მოყვება. ამიტომ მაშინაც კი თუ მეგობრებს პირადად ვერ ხვდებით, დაურეკეთ, ესაუბრეთ, დაგეგმეთ ონლაინ ყავის სმა და ა.შ.
გააკეთეთ რამე, თუნდაც ცუდად
ოპტიმისტები უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ, უკეთესი ურთიერთობები და უფრო ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ. კარგი ამბავია ის, რომ თქვენში ოპტიმიზმის გაცოცხლება შეგიძლიათ. როგორ? „მოიქეცით ცუდად“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაა აუცილებელი ყველაფერი ძალიან კარგად აკეთოთ, ამისთვის საჭირო დრო და საათი შეარჩიოთ. გამორთეთ თქვენი შიდა კრიტიკის ხმა, გააკეთეთ ყველაფერი რაც გსიამოვნებთ, თუნდაც ძალიან ცუდად გამოგდიოდეთ. როდესაც რაღაცას აკეთებთ, შედეგი სინამდვილეში არც ისე ცუდია, რადგან სულ არაფრის კეთებას ნამდვილად სჯობს.