LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 საათია ისეთი ბაგაბუგი მიდის, რომ მგონი ომი ახლა დაიწყო” – რა ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი კიევიდან

385
BeFunky-collage (5)

უკრაინაში საბრძოლველად წასული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კიევში არსებულ ვითარებაზე წერს.

“დილა კიევში. 5 საათია ისეთი ბაგაბუგი მიდის, რომ მგონი ომი ახლა დაიწყო”,- წერს ირაკლი ოქრუაშვილი და კომენტარებში დასძენს, რომ “აშკარად შემოტანილი ჭურვების უკან წაღება არ უნდათ და ოღონდ გახარჯონ, უმისამართოდ ისვრიან, თან სულ მსხვილკალიბრიანს”.

პენტაგონი: კიევის მახლობლად რუსეთის ჯარების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა – არავინ უნდა მოტყუვდეს კრემლის განცხადებით

იშვიათად კარგი ფეხი გვაქვს, … მაგათ ჩემი მტერი ენდო, მაგრამ მაინც – ოქრუაშვილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაზე

 

 

ცნობისთვის, BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ქალაქების დაბომბვა შეინიშნება.

მათივე ინფორმაციით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა მომენტი, როდესაც რუსული რაკეტა, სამხრეთ უკრაინაში, ნიკოლაევის ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა. როგორც BBC იუწყება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სულ მცირე, 12 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები