დღეიდან ანუ 27 აპრილიდან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა. მის ფარგლებში დაშვებულია:
მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება,
ტაქსების ოპერირება,
სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო),
მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე,
ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები იხსნება
პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
ამასთან, ჩიქოვანმა დასძინა, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებს და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს.