LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები იხსნება

373
3f0c36010ec1cbad292b7417c8bf8f75-XL

დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნება. მათ სავალდებულო ნორმების დაცვა მოუწევთ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. ასევე უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულო ხდება მომხმარებლებისთვისაც. ისინი სავაჭრო ობიექტში დამცავი პირბადის გარეშე ვერ შევლენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გზამკვლევი ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული. აგრარული ბაზრის შესასვლელებთან მომხმარებლები თერმოსკრინინგს გაივლიან.

„დღეიდან იხსნება აგრარული ბაზრები, ვისაც სურვილი აქვს, ოღონდ ეს სურვილი უნდა შეესაბამებოდეს რეკომენდაციების გათვალისწინებას. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც აგრარული ბაზრებისთვის არის განკუთვნილი. რეკომენდაციებში საუბარია იმ საკითხებზე, რომლებიც უნდა დაიცვან ბიზნესოპერატორებმა. მაგალითისთვის, შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი, ასევე მოვაჭრეები ერთმანეთისგან უნდა იყვნენ სოციალური დისტანციით განლაგებული, სულ მცირე, ორ მეტრზეა საუბარი. აგრარულ ბაზრობაზე დაიშვება მხოლოდ პირბადეებით აღჭურვილი მოხმარებელი. ასევე, ბაზრის ხელმძღვანელობამ ტერიტორიაზე მოვაჭრე თანამშრომლებს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტაროს. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შესაბამის ჩანაწერებში დაფიქსირება. მხოლოდ ამ წესების შესაბამისად იფუნქციონირებენ აგრარული ბაზრები. ეს არის ძირითადი რეკომენდაციები, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ბასილაძე.

ორჯერ დაკეტილი ზუგდიდის ბაზარი ისევ გაიხსნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g