სიყვარული. მას ჩვენ ყველაზე ლამაზი ფილმები, საინტერესო წიგნები, მელოდიური მუსიკა, ნაზი ლექსები და საოცარი ნახატები მივუძღვენით. სიყვარული თავს უცნაურად, თამამად, ზოგჯერ სულელურად და დროდადრო გაურკვევლადაც გვაგრძნობინებს.
ბევრ ადამიანს აწუხებს კითხვა: როგორ უნდა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას საყვარელ ადამიანთან?
გარი ჩეპმანი, ავტორი წიგნის „5 სასიყვარულო ენა“, დარწმუნებულია, რომ გაუგებრობა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ადამიანები ერთმანეთთან სწორ კომუნიკაციას ვერ ახერხებენ. ურთიერთობაში მნიშვნელოვანია პარტნიორის ენაზე საუბარი. გარის ამ საკითხთან დაკავშირებით 5 პუნქტი აქვს გამოყოფილი.
სიტყვა
მათთვის, ვინც სიყვარულის ენაზე საუბრობს, მნიშვნელოვანია რომ სიყვარულზე ღიად საუბრობდნენ. თანადგომისა და მადლიერების სიტყვები განწყობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს და თავდაჯერებულობის მომატების მიზეზიცაა.
დრო
მათთვის, ვისთვისაც სიყვარულის ენა დროა, ყველაფერზე მნიშვნელოვანი ერთად ყოფნაა. ერთად ყოფნა ნიშნავს – ერთმანეთისთვის საკმარისი ყურადღების მიქცევას. იქნება ეს საუბარი, ერთობლივი აქტივობები თუ სხვა.
საჩუქრები
საჩუქარი – სიყვარულის ხილვადი სიმბოლოა, სიმბოლოებს კი ემოციური ღირებულება გააჩნია. საჩუქრები არსებობს განსხვავებული: ძვირფასი ან ნაკლებად ძვირფასი, თუმცა ადამიანისთვის რომელიც ამ ენაზე საუბრობს, ფასი ნაკლებად მნიშვნელოვანია.
დახმარება
დაეხმარო – ანუ ადამიანს ასიამოვნო. დახმარება სიყვარულის გამოხატვის კიდევ ერთი გზაა.
შეხება
ყოველი ჩვენგანი განსხვავებულია, განსხვავებული ხასიათი და მსოფლმხედველობა აქვს. ვიღაცისთვის სიყვარული შეხებასთან ასოცირდება. სიყვარულის შეხებით გამოხატვა სხვადასხვანაირად შეიძლება, რამეთუ ტაქტილური რეცეპტორები მთელ სხეულზეა განაწილებული.