LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 სასტუმრო ბაჰამის კუნძულებზე საუკეთესო ფასად (ფოტოები)

865
Cat Island, Bahamas

ბაჰამის კუნძულები იყოფა მდიდრულ, სუპერმდიდრულ და საშუალო დონის კუნძულებად. Abcnews წერს, რომ სრულიად შესაძლებელია, ბაჰამის სამოთხეში მყუდრო და არც ისე ძვირიანი ადგილი იპოვოთ. ამჯერად 5 ასეთ სასტუმროს გთავაზობთ.

 

Cape Santa Maria Beach Resort & Villas

სასტუმროდან თეთრი ქვიშის და ფირუზისფერი ტალღების ხედი იშლება. თქვენ შეგიძლიათ, კერძო ვერანდა და იაფიანი ბუნგალოც დაჯავშნოთ და ოკეანის ხედებით დატკბეთ. დღის მანძილზე ტურისტებს შეუძლიათ, ითევზაონ, ველოსიპედით ისეირნეონ ან კრუიზით გავიდნენ წყალში. ერთი ღამის ფასი 2 ადამიანზე საუზმით 255 დოლარია. 

Pineapple Fields Resort

ეს ადგილი განსაკუთრებულად მშვიდია, თუ ასეთი დასვენება მოგწონთ. სასტუმროს მიმდებარედ რამდენიმე სანაპიროა, სასტუმროს საკუთარი აუზიც აქვს. საღამოს კი შეიძლიათ, მეგობრებთან ერთად ბარში კოქტეილი მიირთვათ და ზღვის პროდუქტები დააგემოვნოთ. ერთი ღამის ღირებულება ერთ კაცზე 199 -დან 249 დოლარამდეა და ფასი სეზონის მიხედვით იცვლება.

Stella Maris Resort Club

თუ თქვენ ჩვეულებრივ, მხიარულ და იაფ ადგილს ეძებთ, ეს სასტუმრო ბუტიკი თქვენთვისაა. დიდი ოჯახის კუთვნილი კომპლექსი არა მხოლოდ ლამაზია, არამედ ფასების მხრივაც კონკურენტუნარიანია. ახლოსაა სანაპიროები და სასტუმროს თავისი აუზებიც აქვს. აქ ბევრი აქტივობა უფასოა, მათ შორის ნავით გასეირნება, დღის ტურები და ა.შ. ორკაციანი ნომრის ფასი 215 დოლარიდან იწყება.

Paradise Cove Beach Resort

ეს არის კლასიკური “დიდი ყუთი” ზღვის სანაპიროზე. ის ორ ვილას აერთიანებს, თითოეულში არის ორ-ორი საძინებელი, საერთო სასტუმრო და მისაღები. ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადგილაია. სტუმრებს აქ სიმშვიდის პოვნა ძალიან გაუჭირდებათ. ერთი ღამის ფასი დაახლოებით 233 დოლარია.

Small Hope Bay Lodge

ეკო-მეგობრული სასტუმრო პირდაპირ ზღის პირზეა და აქ ყველაფერი ხისაა, ჭერიც, კედლებიც, დანიური სტილის სკამებიც. სასტუმროს “ოლ ინკლუზივი” გულისხმობს ყველა სახის საკვებს დღეში სამჯერ, ბარის სასმელებს, მათ შორის ალკოჰოლურს, ასევე უფასოა ცურვა, ლაშქრობა და სხვა ასეთი აქტივობები. “ოლ ინკლუზივი” ორ კაცზე საშუალოდ 500 დოლარი ღირს.

 

აქ არ დავკონკრეტდებით, მაგრამ საქართველოში მდიდრული და კარგი სასტუმროების ფასების შესახებ ალბათ გაგონილი მაინც გექნებათ. უბრალოდ ვისურვოთ, რომ ოდესმე საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის ჩვენში არსებული კომფორტული სასტუმროები ხელმისაწვდომი გახდება.

 

mazda magti 5g