პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. მერიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაიგება გზის ზედა, საბოლოო ფენა და დასრულდება საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება პეკინის ქუჩა – ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე. გასათვალისწინებელია, რომ ჩაიკეტება ეზოებიდან გამოსასვლელებიც. ანა კალანდაძისა და ცინცაძის ქუჩებზე მოძრაობა არ შეიზღუდება.
5 სექტემბრის 22:00 საათიდან 6 სექტემბრის 08:00 საათამდე კი, ჩაიკეტება ცინცაძის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთი და აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე შიდა ეზოების შესასვლელები.
მერიაში განმარტავენ, რომ ბოლო 50-60 წლის განმავლობაში, ქუჩაზე მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.