LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 შეცდომა საახალწლო საჩუქრების არჩევისას

64

ახალ წელს ახლობლებისთვის საჩუქრის გაკეთება ბევრი ჩვენგანის ტრადიციაა. თუმცა, არსებობს შეცდომები, რომლებსაც ხშირად ვუშვებთ.

ბრიტანელები, ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარის ღირებულების არასაჭირო საჩუქრებს აბრუნებენ უკან. საშუალოდ, ყოველი ბრიტანელი ღებულობს ორ საჩუქარს, რომელიც მას არ მოსწონს.

 

ყველაზე ძვირადღირებული

upload-shutterstock_209595340-pic905v-895x505-30329

ჩვენს ცნობიერებაში რატომღაც კარგად არის დამკვიდრებული, რომ სიყვარული და პატივისცემა ამა თუ იმ ვალუტაში გამოიხატება. და უყვარს მაშინ, როდესაც ხარჯავს. და თუ მაინც არ ველოდებით ძვირფას საჩუქრებს, მაინც გვგონია, რომ საჩუქრაში ძვირი უნდა გადაიხადო.

გარდა იმისა, რომ ხარჯავთ ბევრ ფულს, ხშირად გამოდის, რომ თქვენი საჩუქარი ადამიანს არ მოსწონს.

დაგვეთანხმეთ, რომ ეს საკმაოდ სულელური საქციელია, განსაკუთრებით იმ მძიმე ფინანსურ დროს, როგორიც ახალ წელს არის.

 

ყველაზე იაფფასიანი

upload-shutterstock_318471131-pic905v-895x505-64777

ზემოთხსენებულის საპირისპირო ვარიანტი – როდესაც საჩუქარში მხოლოდ დაბალი ფასი გაინტერესებთ. თქვენ ეძებთ არა კარგს, არამედ რაც ფასდაკლებაშია? ხანდახან გიმართლებთ და ფასდაკლებაში სწორედ ისეთი რამ ხვდება, რაც გინდოდათ, მაგრამ როგორც წესი, ეს იშვიათია.

 

იყიდეთ რაღაც „სასარგებლო“

upload-shutterstock_310112315-pic905v-895x505-52836

ახალი წელი არ არის ჭკუის სასწავლებელი ნივთების საჩუქებელი დრო. ნუ გაუფუჭებთ ერთმანეთს განწყობას. ეცადეთ მოუტანოთ ადამიანს ბედნიერება, თუმდაც ეს თქვენთვის დიდი არაფერია, მთავარია ადრესატი იყოს კმაყოფილი.

 

იყიდეთ მატერიალური

upload-shutterstock_223988752-pic905v-895x505-51587

კიდევ ერთი კლასიკური არეულობა: ყველას გვგონია, რომ საჩუქარი აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რომ ხელში კარგად მოგხვდეთ. შეიძლება იფიქროთ, რომ ზომაზე რაღაც არის დამოკიდებული, მაგრამ თუ კარგად დაუფიქრდებით, გახსენდებათ გამოცდიელაბ, განცდა და თავგადასავალი და არა კონკრეტული ნივთი.

აჩუქეთ საყვარელ ადამიანს ისეთი რამ, რაც მას მუდმივად გაახსენდება და არა ის, რაც მას ხშირად უხერხულობასაც კი შეუქმნის.

მაგალითად გაასეირნეთ სპილოზე ან დასვით „ფორმულა 1“-ის საჭესთან, ან გაატარეთ დღე ზამთრის ტყეში ან პირიქტით, ზღვის სანაპიროზე. შესაძლებელია, ადამიანს უბრალოდ დრო აჩუქო და მისცე არჩევანის საშუალება, სად უნდა წასვლა.

 

დაგავიწყდათ საკუთარი თავის შესახებ

upload-shutterstock_156461624-pic905v-895x505-92690

ახალი წელი კარგი საშუალებაა საკუთარი თავის შესახებ გაიხსენოთ. თქვენზე უკეთესად არავინ იცით, რომელი საჩუქარი გაგიხარდებოდათ ყველაზე მეტად.

აჩუქეთ თქვენს თავს კარგი საჩუქარი თავადვე. აღიარეთ, რომ წელს თქვენ ეს დაიმსახურეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები