19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა. გიორგის დედა, თამუნა შალვაშვილი და და, ანი შაქარაშვილი მას სოციალურ ქსელში იხსენებენ და წერენ:
„5 ტკივილით სავსე წელი, ჩემო გიო, უზომოდ მენატრები!“ – წერს გიორგის დედა.
„5 წელი …“, – წერს ანი შაქარაშვილი.
გიორგის ოჯახს მეგობრები და ახლობლები თანადგომას კიდევ ერთხელ უცხადებენ:
„თამუნა, შენი გიო ყველას ტკივილია, ღმერთმა მოგცეს ამ უდიდესი მონატრების ატანის ძალა, ჩემო კარგო “,
„თითქოს გუშინ მოხდა ეს საშინელება.. გამძლეობა თამო..“
„ეს ერის ტკივილი ბიჭი – ყველა ტრაგედიისგან განყენებული… ნათელში მარად და გამძლეობა თამუნა….“
„თამო, რამდენი წელი არ გავიდეს გიორგი საქართველოს ტკივილია, გამძლეობა მოგცეს უფალმა გიოს ნათელი და სანთელი არ მოაკლოს უფალმა“, – წერენ სოციალურ ქსელში.
5 წელი … 😔
Posted by Shakarashvili Anni on ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
5 ტკივილით სავსე წელი,ჩემო გიო,უზომოდ მენატრები!💔😢
Posted by Tamuna Shalvashvili on ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
19 წლის ფეხბურთელი 2020 წლის 18 ივნისის ღამით გაუჩინარდა, რის შესახებაც ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა