LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ულამაზესი კაფსულა – სასტუმრო, სადაც მსოფლიოში ყველაზე პატარა ნომრებია (ფოტოები)

1619
სასტუმრო მთავარი

მსოფლიოში არსებობს სასტუმროები, სადაც მხოლოდ ღამის გათევა შეგიძლიათ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად მინიატურული ნომრებისა, ბევრ მათგანში კონდიციონერი და ტელევიზორიც კი დაგხვდებათ.

Capsule Inn Osaka, იაპონია

პირველი კაფსულა-სასტუმრო იაპონიაში 1979 წელს გაჩნდა. არქიტექტორმა გადაწყვიტა, რომ კაფსულა-ნომრები შეექმნა, სადაც ტურისტი მხოლოდ ღამის გათენებას მოახერხებდა. ნომრის სიმაღლე 1, 25 სმ – ია. ასეთ პატარა ნომერში ტელევიზორი და კონდიციონერიც კი არის. სასტუმროში ორი და სამადგილიანი ნომრებიც არის, სადაც მაგიდა და სკამებიცაა, ცხადია, მათი ზომა უფრო დიდია. ნომრის ფასი 30 ევროდან იწყება.

Nine Hours Shinjuku-North , იაპონია

ამ სასტუმროს პირდაპირი კონკურენტია კიდევ ერთი კაფსულა – სასტუმრო. ის 9 სართულიანია. სართულებზე საერთო ზონა და აბაზანაა. სტუმრებს ფანჯრებიდან ტოკიოს ულამაზესი ხედის დანახვა შეუძლიათ. ფასი 29 დოლარიდან იწყება.

Pod, ამერიკა

ეს სასტუმრო პირდაპირ ნიუ-იორკის ცენტრშია. ოთახები 8 კვ. მეტრია, თითოეულს აქვს კონდიციონერი, ტელევიზორი, სეიფი. სასტუმროს თავზე საზაფხულო ბარებია ღია ცის ქვეშ, საიდანაც ქალაქის ხედები ჩანს. ფასი, საშუალოდ 104 დოლარია.

Tubohotel, მექსიკა

როგორ ფიქრობთ, დაისვენებთ წყლის მილებში ? ძალიან საშიშად ჟღერს. თითოეულ პატარა ნომერში კომფორტული საწოლი და პატარა კარადა დაგხვდებათ. სააბაზანოები სასტუმროს ცალკე ტერიტორიაზეა განთავსებული. ორიგინალური სტილი ტურისტებს ძალიან იზიდავს. ნომრის საშუალო ფასი 45 დოლარია.

easyНotel – 10 ქვეყანა

ამ ბრენდით სასტუმრო 10 ქვეყანაშია. ისინი ერთვარსკვლავიანია და ამ დროისთვის არის: ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, გერმანიაშ, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ესპანეთში, ინგლისსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ყველას ძალიან პატარა ოთახები აქვს , ინტერიერის ფერები კი კორპორატიულია. საუბარია 10-14 კვ. ოთახებზე, სადაც საწოლი, კარადა, სააბაზანო, ტელვიზორი და კონდიციონერია.

YOTEL , მალაიზია, ინდოეთი, ინგლისი

ამ სასტუმროების ქსელი სულ 11 ფილიალს აერთიანებს, აქედან 1 – ინდოეთში, 1 – ინგლისში , 9 კი მალაიზიაშია. ოთახები 6-9 კვ. ფართობისაა. ნომერში ტელევიზორი და Wi Fi -ია, თუმცა არ შედის თეთრეულისა და ჰიგიენური საშუალებების კომპლექტი. ამის მოთხოვნა ცალკე შეგიძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g