LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ვარსკვლავიანი „ქუთაისი ინნ” იხსნება – პროექტში 15 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული

254
Untitled

სასტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“ კიდევ ერთი ობიექტის გახსნისთვის ემზადება. კომპანიის პორტფელს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ქუთაისი ინნ” შეემატება, რომელიც 11 ივნისს, 17:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება.

ღონისძიებას როგორც სამთავრობო სექტორი, ასევე ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ „ქუთაისი ინნ” 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომრისგან შედგება და მასში 85 პირი იქნება დასაქმებული. სასტუმროში განთავსებულია: რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული დარბაზი, საუნა და ბარი. პროექტში 15 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები