წლის დასაწყისში ცნობილი სექს-სიმბოლო, 52 წლის პამელა ანდერსონი მე-5 ჯერ დაქორწინდა. მისი რჩეული 74 წლის პროდიუსერი, ჯონ პიტერსი იყო, თუმცა, მათი ქორწინება 12 დღიანი აღმოჩნდა.
საბოლოოდ პიტერსმა ანდერსონი ტყუილსა და შარლატანობაში დაადანაშაულა.
„ბებერი იდიოტი ვარ“- პამელა ანდერსონი გათხოვდა, შემდეგ კი 74 წლის მეუღლე გაძარცვა
სიყვარულისგან დაბრმავებულმა 74 წლის პიტერსმა ისიც განაცხადა, რომ დაქორწინება მას თავად პამელამ შესთავაზა, მანაც საცოლე მიატოვა და პამელასთვის ყველაფერი გააკეთა
თუმცა, როგორც ჩანს პამელა ფარ-ხმალს არ ყრის და სურს, კიდევ გათხოვდეს. The New York Times-თან ინტერვიუში ვარსკვლავმა განაცხადა, რომ კიდევ სურს დაოჯახება.
„კიდევ ერთხელ… ღმერთო, კიდევ ერთხელ მსურს გათხოვება. თითქოს გათხოვილი არც არასდროს ვყოფილვარ და არც ქორწილი მქონია“– ამბობს პამელა.



