LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„5 წლის ბავშვის დახრჩობის საქმეზე, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა დადგინდება – ვიდეოჩანაწერებში სურათი აღბეჭდილია“ – „დრიმლენდ ოაზისის“ ადვოკატი

1872
362201839_307227095101874_4989762238090534164_n

„დრიმლენდ ოაზისის“ ადვოკატი კახა წერეთელი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ჩაქვში, „დრიმლენდ ოაზისში“ 5 წლის ბავშვის დახრჩობის საქმეზე, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა დადგინდება. როგორც ის აღნიშნავს, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მათთან სრულად თანამშრომლობენ.

ადვოკატი აცხადებს, რომ სასტუმროსთან არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები იდენტიფიცირებულია, სადაც მომხდარის სურათი აღბეჭდილია. რაც შეეხება ჩანაწერებს, მისი ამოღება სავარაუდოდ, დღეს მოხდება.

სასტუმრო „ოაზისის“ ადვოკატი: „სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე, მაშველებიც დაუყოვნებლივ მივიდნენ“

„გამოძიების პირველი ეტაპი გარკვეულწილად გავლილია, ძალიან ბევრი მოწმე დაიკითხა, მათ შორის არიან სასტუმროს თანამშრომლები და ასევე, სხვა პირებიც. ვიდეოჩანაწერების იდენტიფიცირება მოხდა. ჩემი, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვარაუდია, რომ უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, თუმცა, გამოძიება გრძელდება და ჩვენ მათთან თანამშრომლობას სრულად ვაგრძელებთ.

დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, ვიდეოჩანაწერებში სურათი აღბეჭდილია, ეს ვიდეოჩანაწერები დაარქივებულია და მათი ამოღება დღეს მოხდება“, – განაცხადა წერეთელმა.

ამავე თემაზე:

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ აუზში 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო

„გარდაცვლილი 5 წლის ბიჭია, ამბობენ, რომ დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა.. დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს“ – რას ჰყვებიან სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ ტრაგედიაზე

სასტუმრო „ოაზისის“ განცხადება: „უბედურმა შემთხვევამ ყველა შეძრა.. სასტუმროს ტერიტორიაზე შეჩერებულია გასართობი და მუსიკალური აქტივობები და გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება“

„ჩემი აზრით, პირველადი დახმარება უფროს კლასებშივე უნდა ისწავლებოდეს.. პირადად მე, ალასანიამ გადამარჩინა სხვადასხვა დროს სამჯერ, მხოლოდ იმიტომ, რომ სამხედრო განათლება აქვს“ – ნათია ფანჯიკიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g