LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი აზრით, პირველადი დახმარება უფროს კლასებშივე უნდა ისწავლებოდეს.. პირადად მე, ალასანიამ გადამარჩინა სხვადასხვა დროს სამჯერ, მხოლოდ იმიტომ, რომ სამხედრო განათლება აქვს“ – ნათია ფანჯიკიძე

213
fot

18 ივლისს, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ ტრაგედიას, რა დროსაც 5 წლამდე ასაკის ბავშვი აუზში დაიხრჩო, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება და პირველადი დახმარების ცოდნის მნიშვნელობის შესახებ საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს სოციალურ ქსელში.

„გარდაცვლილი 5 წლის ბიჭია, ამბობენ, რომ დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა.. დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს“ – რას ჰყვებიან სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ ტრაგედიაზე

სასტუმრო „ოაზისის“ განცხადება: „უბედურმა შემთხვევამ ყველა შეძრა.. სასტუმროს ტერიტორიაზე შეჩერებულია გასართობი და მუსიკალური აქტივობები და გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება“

„ჩემი აზრით, პირველადი დახმარება უფროს კლასებშივე უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, მერე სწავლება, ცოდნის განმტკიცების მიზნით მეორდებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში და შემდეგ უკლებლივ ყველა სამსახურში, შრომის უსაფრთხოების ფარგლებში.

სასტუმრო „ოაზისის“ ადვოკატი: „სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე, მაშველებიც დაუყოვნებლივ მივიდნენ“

რაც შეეხება უშუალოდ მომხდარ ფაქტს, ადვოკატის ინფორმაციით, აუზის ის მონაკვეთი, სადაც მცირეწლოვანი იყო ჩასული, ბავშვებისთვის განკუთვნილი არ იყო.

ეს უნდა იყოს საყოველთაო სავალდებულო ტრენინგი. პირადად მე, ალასანიამ გადამარჩინა სხვადასხვა დროს სამჯერ, მხოლოდ იმიტომ, რომ სამხედრო განათლება აქვს და იცის, მოულოდნელ სიტუაციაში რა გააკეთოს. ამიტომ, გადაწყვეტილი მაქვს, მხოლოდ მის წინაშე მოვკვდე ხოლმე.

როცა ახლოს არაა, თავს ვუფრთხილდები. გამექცა ისევ ხუმრობისკენ, მაგრამ სრულიად სერიოზულად, საყოველთაო უნდა იყოს ეს. მეტად თავდაჯერებულს გახდის ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სიტუაციაში. ამ ფიქრებით გამეღვიძა დილის შვიდზე.

ზედმეტად ბევრი ტრაგედია ხდება ირგვლივ და მინიმუმ ნახევარს ავირიდებდით, მზად რომ ვიყოთ ყველა, ნებისმიერი მოულოდნელი სიტუაციისას მოქმედებისთვის და სასოწარკვეთილი კივილის ნაცვლად მობილიზებული იყოს ჩვენი ქცევა.“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები