LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა

236
მატარებელი

დაბა ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ბელარუსიდან იყო.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. როგორც უწყებაში „ფორტუნას” განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები