5 წლის ბლუ აივი ვარსკვლავ მშობლებთან ერთად სცენაზე უკვე რამდენჯერმე იყო გამოსული. ამჯერად კი ბლუ აივი თანატოლებთან ერთად სკოლის კონცერტზე გამოვიდა. თავდაჯერებული მოძრაობებით რთული მისახვედრი არ არის, ვისგან აიღო მაგალითი მან.
შეგახსენებთ, რომ თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდებიან სიახლეს ამ ვარსკვლავური ოჯახიდან. თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბიონსე ტყუპების დედა გახდებოდა.